20 ივნისს აქციის დაშლისას მძიმედ დაშავებული ორი მამაკაცი ამ დრომდე რეგიონულ ჰოსპიტალში განაგრძობს მკურნალობას. მათ შორის ერთ-ერთი დაშავებული დავით გრიგორიანია, რომელსაც 20 ივნისის ღამეს ტყვია თავში მოხვდა და თავის ქალა ჩაუმსხვრია.
კლინიკის დირექტორის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ დროისთვის ორივე მათგანი ინტენსიურ განყოფილებაშია მოთავსებული. პაციენტების საპალატე რეჟიმში გადაყვანა კვირის ბოლომდე იგეგმება.