სავალუტო ბაზარზე უპრეცედენტო პანიკის გამო, ლარის კურსი დღეს რამდენჯერმე შეიცვალა. ზოგიერთ სავალუტო ჯიხურში, შუადღით ერთი დოლარის ღირებულება სამ ლარს მიუახლოვდა. დღის ბოლო კი კომერციულმა ბანკებმა 2 ლარი 96 თეთრი დაადგინეს. ერთ დღეში ლარი 7 თეთრით გაუფასურდა. ეკონომისტები კრიზისს და ფასების სწრაფ ზრდას აანონსებენ.
ვიდრე ლარი გაუფასურების რეკორდულ ნიშნულზე იყო, სავალუტო ბაზარი კი პანიკაში, დუმდა ეროვნული ბანკი. რეკორდული გაუფასურების შესაჩერებლად მთავარი საფინანსო ინსტიტუტს არც არაფერი უთქვამს და არც არაფერი გაუკეთებია. ექსპერტები ამბობენ, რომ ეროვნული ბანკმა გაუფასურების შესაჩერებლად ბირჟაზე სავალუტო რეზერვები უნდა გამოიტანოს, რასაც არ აკეთებს.
ხელისუფლებამ დღეს ლარის გაუფასურებაზე პასუხისმგებლობა ანტოსაოკუპაციო აქციის მონაწილეებს დააკისრა და თქვა, რომ ყველაფერი ქუჩაში გამოსული ხალხის ბრალია.
სიცრუეს უწოდებს ოპოზიცია მმართველი გუნდის ამ ვერსიას. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ლარის გამყარების მექანიზმები მთავრობის ხელშია, მას შეუძლია ბიუჯეტის კორექტირება და ხარჯვითი ნაწილის შემცირება, რასაც არ აკეთებს.
დღეს გაუფასურების ახალ ტალღასთან დაკავშირებით განმარტებები არც ეკონომიკურ გუნდში და არც ეროვნულ ბანკში გაკეთებულა.