სტუდენტური აქციების ფონზე ხელისუფლება ახალგაზრდებისთვის ახალი ინიციატივით გამოდის. წარმატებულ ახალგაზრდებს მერია სწავლის საფასურს 100 პროცენტით დაუფინანსებს - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის განცხადებით ინიციატივა სოციალურად დაუცველ და წარმატებულ ახალგაზრდებს შეეხებათ.
„სტუდენტთა დაფინანსების მოცულობა თუ რა თანხით იქნებიან დაფინანსებული, დამოკიდებულია აკადემიური მოსწრების მაჩვენებელზე. 100% ვაფინანსებთ ჩვენ მაღალი აკადემიის მოსწრების სტუდენტებს და აღსანიშნავია, რომ ამ სემესტრში 30%-ით არის გაზრდილი სტუდენტების რაოდენობა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ პირველი, გაიზარდა აკადემიური მოსწრების სტუდენტების რაოდენობა და ზოგადად, პროგრამა საინტერესო არის მათთვის,“- განაცხადა კალაძემ.