საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხი - IDFI-იმ 2014-2019 წლების ანგარიში გამოაქვეყნა. კანონპროექტების მომზადების და განხილვის პროცესში აქტიური ჩართულობისთვის და თანამშრომლობისთვის სამი სამინისტრო დაჯილდოვდა. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ მხრივ გამჭვირვალობით განათლების, ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროები ლიდერობენ.
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ყურადღება დიალოგის მნიშვნელობაზე გაამახვილა და უწყებებს მეტი ღიაობის და გამჭვირვალობისკენ მოუწოდა.
„პრობლემას წარმოადგენს ის, რომ საქართველოში არ არსებობს დიალოგის მარეგულირებელი საკანონმდებლო რეგულაციები. პირველ რიგში, უნდა განხორციელდეს აი, ამ დიალოგის აუცილებლობისთვის საკანონმდებლო ცვლილებები, რომ სავალდებულო იყოს დიალოგი წინარე ეტაპზე. ეს არის მთავარი რეკომენდაცია და რაც მთავარია საჯარო უწყებებმა უნდა უზრუნველყონ დიალოგის უმაღლესი ხარისხი, რადგანაც ამის გარეშე რთული არის გათვალისწინებული იყოს კანონში ის რეალური საჭიროებები, რომელიც არსებობს კანონის დაწერისას,“- განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.