რუსეთის მონა! საქართველოს მოღალატე! - ამ ლოზუნგებით პრეზიდენტის რეზიდენციასთან, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ორბელიანის მოედანზე შეკრებილები პრეზიდენტის იმ განცხადებას აპროტესტებენ, სადაც სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმერ პუტინს მიმართა და მოუწოდა ესკალაციის მცდელობას არ აჰყვეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეურაცხყოფს ყველა იმ გმირს, რომელიც ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპა.
„საქართველოს ფაქტიურად პრეზიდენტი არ ჰყავს. ეს პრეზიდენტი არ არის . რაც დღე პუტინმა, ბატონმა ვალოდიამ დაგვიწერა საქართველოს ახალი ისტორია, დაგვადანაშაულა საქართველოს. პირდაპირ ვართ აგრესორები, დავჩაგრეთ ჩვენ თითქოს ოსები და აფხაზები და მოვუწყვეთ გენოციდი, ამაზე ჩვენს პრეზიდენტს რეაქცია არ ჰქონდა და ერთი სიტყვაც კი არ თქვა საქართველოს მხარეზე, რომ ეს ესე არ იყო. მე თვითონ ვარ 2008 წლის ომის მონაწილე. წუთი ის დახოცილი ჩვენი გმირების ერთი სახე მაინც არ წარმოუდგა ჩვენს პრეზიდენტს თვალწინ, რომ ამ განცხადებაზე, ან რომელიმე ხელისუფლების წარმომადგენელს რეაქცია ქონოდათ. პასუხი გაეცათ. ჩვენ პრეზიდენტი არ გვყავს, მთავრობა არ გვყავს, ჩვენ გვყავს მონები,“-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ "მოღალატე პრეზიდენტი" არ ჩამოშორდება ქვეყანას.
„მისი ყოველი ნაბიჯი არის მოღალატეობრივი და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული. აი ამას ვაპროტესტებთ დღეს ჩვენ . და ეს პროტესტი არ არის ერთ დღიანი. ბუნებრივია ეს პროტესტი იქნება ხანგრძლივი და მივაღწევთ იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი და ყველა დანარჩენი ქართული ოცნების მოღალატეობრივი და მტერი მთავრობა მოსცილდება საქათველოს,“-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საკუთარი განცხადებებით სალომე ზურაბიშვილი საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობას.
„ოღონდაც ასიამოვნოს პუტინს და აღარ იცის ამ ქალმა რანაირად გამოხატოს. ფაქტიურად მის ყველა განცხადება არის ძალიან ცუდი. ეს ქალი რაც კი მოვიდა სანამ პრეზიდენტი გახდებოდა დაწყებული იქიდან დამთავრებული გუშინდელ განცხადებამდე საფრთხის შემქმნელია სულ,“-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.