17 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
არ გვინდა გვყავდეს მოღალატე და სისხლისმღვრელი ხელისუფლება - საპროტესტო აქცია ბათუმში

არ გვინდა გვყავდეს მოღალატე და სისხლისმღვრელი ხელისუფლება - ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია ხმაურისა და აქციის ფონზე დაიწყო. ბათუმელი ახალგაზრდების პროტესტს თბილისიდან ანტისაოკუპაციო დემონსტრაციის მონაწილეები შეუერთდნენ. ისინი გავრილოვის ღამის და ხელისუფლების განცხადებების გამო, მათ პასუხისმგელობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.

„დღეს ჩვენი მოღალე პრეზიდენტი, სამწუხაროდ, ჩვენი პრეზიდენტი, ჩამოდის „შერატონში“ აქვს შეხვედრა და არ მივცემთ უფლებას, ჩვენს სახელმწიფოში ამ მოღალატეებმა ითარეშონ თავისუფლად. ყოველთვის, ყველგან გასცემს ქართველი საზოგადოება მკაფიო პასუხს მათ საქციელზე, მაგრამ როგორც ჩანს, დღევანდელ ხელისუფლებას, ბოდიში და საზოგადოების აზრი ფეხებზე ჰკიდია,“ - განაცხადა აქციის მონაწილემ.

აქციის მონაწილეებმა ბათუმში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები მიიტანეს. ისინი ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, სანამ გიორგი გახარია თანამდებობას არ დატოვებს. 

„შეკრებილნი არიან ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ და თბილისიდანაც შემოვუერთდით, ვისაც გულმა გამოგვიწია იმისთვის, რომ დიპლომატებს მივაწოდოთ ჩვენი გზავნილი, რომ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც არ გვინდა, რომ გვყავდეს მოღალატე, მოძალადე და სისხლისმღვრელი ხელისუფლება, რომელმაც პირველად საქართველოს ისტორიაში ანტისაოკუპაციო აქცია დაარბია. ჩემი მესიჯია, რომ არასდროს დავნებდით ამ ბრძოლაში, აღარ დავუშვებთ, რომ საქართველოს ჰყავდეს თავის მოქალაქეების სისხლში გასვრილი შს მინისტრი,“ - განაცხადა ზუკა ბერძენიშვილმა.

ბათუმის კონფერენციას, რომელიც აჭარაში უკვე მეათედ იმართება, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი, პოლონეთის, შვედეთის, სომხეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებიც ესწრებიან. უკვე გაკეთდა პირველი განცხადებები საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც საქართველო ევროპულ გზას ოკუპაციით გამოწვეულ პრობლემებს ეხება.

ამავე თემაზე
დღის ამბები