არანაირი საფუძველი არ უნდა გააჩნდეს დისკრიმინაციის რაიმე ფორმის - ასე უპასუხეს უცხოელმა სტუმრებმა საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე. სასულიერო პირებმა დისკუსიის მონაწილეებს დაუსვეს შეკითხვა, იქნება თუ არა კატეგორიული მოთხოვნა, რომ მოხდეს პრაიდის ან ლგბტ თემთან დაკავშირებული რაიმე აქციის გამართვა.
გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში, მიხაილ როთმა აღნიშნა, რომ გაუმართლებელია თუ ეკლესიების წარმომადგენლები საჯაროდ დაადანაშაულებენ ეთნიკურ, რელიგიურ თუ სექსუალურ უმცირესობებს.
„მე რელიგიური ადამიანი ვარ და ჩემი ეკლესიის ერთგული. ადამიანის ფუნდამენტური უფლებები საერთაშორისო უფლებებია და არასოდეს არ უნდა განვასხვავოთ მათი აღმოსავლური ტრადიციული ინტერპრეტაცია დასავლური ინტერპრეტაციისგან. არა მხოლოდ ეკონომიკური ელიტისთვის, არამედ ეკლესიისთვისაც უმნიშვნელოვანესია, გავაძლიეროთ საზოგადოებები, რომლებიც მუდმივად ტოლერანტობასა და პატივისცემას გამოხატავენ უმცირესობების, განსაკუთრებით ლგბტ თემის მიმართ. არ არსებობს გასასამართლებელი საბუთი თუ ეკლესიების წარმომადგენლები საჯაროდ დაადანაშაულებენ ეთნიკურ, რელიგიურ თუ სექსუალურ უმცირესობებს. ეს სრულიად მიუღებელია,“ - განაცხადა მიხაილ როთმა.
ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ენ ეესმამ გაიხსენა 30 წლის წინანდელი მოვლენები საქართველოში. მისი თქმით, საბჭოთა ჯარისკაცების ნიჩბებით ადამიანის უფლებები დაირღვა. მისი განცხადებით, დღეს სხვა პირობებია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა არ უნდა გაგრძელდეს.
„საკმაოდ ასაკაინი ვარ, რომ მახსოვდე სიტუაცია. 30 წლის წინ ვიყავი საქართველოში. მაშ შემდეგ რაც საშინელი ხოცვა-ჟლეტა მოხდა თბილისში, ადამიანის უფლებები დაირღვა, საბჭოთა ჯარისკაცების ნიჩბებით. მე მაშინ ტელევიზიაში ვმუშაობდი და მოვამზადე რეპორტაჟი ამ ტრაგედიაზე. დღეს ვცხოვრობთ განსხვავებულ პირობებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არ უნდა იბრძოლო საკუთარი უფლებებისთვის,“ - განაცხადა ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ენ ეესმამ.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზურაბ მნაცაკანიანის თქმით, დისკრიმინაცია დაუშვებელია.
„ჩვენს თავს უნდა შევახსენოთ ხოლმე, რომ ვსაუბრობთ ადამიანის უფლებებზე. მიამჩნია, რომ არანაირი საფუძველი არ უნდა გააჩნდეს დისკრიმინაციის რაიმე ფორმას. ეს არის სრულიად მიუღებელი. თუ ვინმე ტრადიციული, ისტორიული მონაცემების მიხედვით, მიიჩნევს, რომ დისკრიმინაცია ამ მხრივ მისაღებია, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავგმოთ ამგვარი ტენდენცია. ეროვნული ლგბტ-ს დონეზე უნდა ავიყვანოთ ამ თემებზე მსჯელობა. ფუნდამენტურ საკითხებზე უნდა გვქონდეს ერთიანი შეთანხმება. რატომ არ ვლაპარაკობთ, მაგალითად, ეთნიკურ უმცირესობებზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე და ვაკეთებთ აქცენტებს მარტო ლგბტ ჯგუფებზე. ყველას ერთნაირად უნდა ველაპარაკოთ სადაც ვხედავთ რომ ფუნდამენტური უფლებები ირღვევა,“ - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზურაბ მნაცაკანიანმა.