„ჩვენზე ამბობს, რომ თითქოს სახელმწიფოებრიობის შეგრძნება არ გვაქვს და სახელმწიფო ინსტიტუტების შეგრძნება არ გვაქვს" - ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას დღევანდელ ინტერვიუს აფასებს. შოთა დიღმელაშვილია ამბობს, რომ შს მინისტრი რუსული პიარ კამპანიით მოქმედებს და თავის გადასარჩენად ამბობს ტყუილს და ქვეყანაში რადიკალური ჯგუფებს ახალისებს.
„ჩვენზე ამბობს, რომ თითქოს სახელმწიფოებრიობის შეგრძნება არ გვაქვს და სახელმწიფო ინსტიტუტების შეგრძნება არ გვაქვს. ადამიანი, რომელიც ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს, მთელი ევროპა რასაც ებრძვის, და ეს რუსული პიარ ტექნოლოგიებით, რაღაც ძალადობის ენით, სიძულვილის ენით მოსაუბრე ჯგუფებს, ბოტებს, ტროლებს ახალისებს. პიარი მაინც წამოიღეთ ნორმალური ქვეყნებიდან" - აცხადებს შოთა დიღმელაშვილი.
შს მინისტრის განცხადებას აკრიტიკებს აქციის კიდე ერთი ორგანიზატორი, გიორგი ონიაშვილი. მისი თქმით, დღევანდელი გამოსვლით დადასტურდა, რომ შს მინისტრი „რკინის კაცის“ იმიჯის როლს ირგებს.
ონიაშვილი ამბობს, რომ ამ იმიჯის შექმნის მიუხედავად, პროტესტის ძლიერი ტალღის გამო შს მინისტრი ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე არ გამოვიდა.