17 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტთან - ​ანტიოკუპაციური აქციის მონაწილეებს თავს ორი პირი დაესხა

ხმაური და დაპირისპირება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე - აქციის დამთავრების შემდეგ, ორმა ადამიანმა ანტიოკუპაციური აქციის მონაწილეებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ისინი პოლიციამ ადგილიდან განარიდა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი პროვოკატორები იყვნენ და მიზნად აქციისთვის ხელის შეშლა ჰქონდათ.

შემთხვევის შემდეგ თვითმხილველები პოლიციაში გადაიყვანეს, სადაც მათი გამოკითხვა გვიანობამდე გაგრძელდა. მომხდარზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.

"მოვიდა ორი პიროვნება, რომლებმაც უშვერი სიტყვებით აგინეს იქ მყოფებს. შემდეგ 16 წლის არასრულწლოვან ბავშვს დაარტყეს და სცემეს. შემდეგ, როდესაც ხალხმა ისინი დააკავა და პოლიციას გადასცა, რაღაც დროის შემდეგ პოლიციამ ისინი გაუშვა უბრალოდ. როდესაც უკვე სხვა გზა აღარ ჰქონდათ თქვეს, რომ ორივე პიროვნება შეჩერებულია,"-განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა, ლექსო მაჭავარიანმა. 

 

დღის ამბები