17 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
სამარცხვინო შინაგან საქმეთა მინისტრი! - აქციის მონაწილეები, გახარიას განცხადებებს აფასებენ 

სამარცხვინო შინაგან საქმეთა მინისტრი! - ამ განცხადებით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები, გიორგი გახარიას მიერ, გუშინ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურნენ.

ისინი შს მინისტრის ინტერვიუს, სადაც ქვეყნის პირველმა პოლიციელმა 20 ივნისის აქციას ძალადობრივი უწოდა და აქციის მონაწილეები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა, ანტიოკუპაციური აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები თვალყურს, პარლამენტთან დამონტაჟებულ ეკრანზე ადევნებდნენ. 

მათი განცხადებით, შს მინისტრი უტიფრად ცდილობდა 20 ივნისის სისხლიან ღამეს მომხდარი ფაქტების გაყალბებას და საზოგადოების გამიზნულად მოტყუებას.

„საათნახევარია ვისმენთ ტყუილებს, ხელების შვერას აქეთ იქეთ. მართული ძალა ხართო ამ სამარცხვინო არსებამ, ჩვენ გვეუბნება ამას, გვადანაშაულებს აქეთ, მაგრამ ბოლომდე ვიდგებით აქ, ამის პირობას გაძლევთ. ჩვენ, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში არ შევდივართ მანამ, სანამ  ეს ადამიანი არ წავა,“-განაცხადა, ანტიოკუპაციური აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნოდარ რუხაძემ.

დღის ამბები