17 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
გახარია ბოლომდე გაშიშვლდა, ის არის კუთხეში მიმწყვდეული მხდალი ბანდიტი - მოშიმშილეები შს მინისტრს სიცრუეში ადანაშაულებენ

თუ ვინმე საქართველოში აწყობს ამბოხს საქართველოს წინააღმდეგ ეს არის გიორგი გახარია -  ამის შესახებ განცხადებას, პარლამენტის წინ მყოფი მოშიმშილეები აკეთებენ. ისინი შს მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას დემონსტრანტების მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების თაობაზე სიცრუეს უწოდებენ. მათი თქმით, ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში" მიცემულ ინტერვიუში გახარია ბოლომდე გაშიშვლდა და რეალური სახე გამოაჩინა.

Image result for ბექა ბასილაია შიმშილობს„გიორგი გახარია ბოლომდე გაშიშვლდა. ის არის კუთხეში მიმწყვდეული მხდალი ბანდიტი, რომელიც საკუთარი თავის გადასარჩენად  და პოსტის შესანარჩუნებლად მზადაა და აანონსებს, რომ ქვეყანაში დაიწყებს რეპრესიებს და ამავდროულად გაწირავს პოლიციელებს. დღესდღეობით თუ ვინმე საქართველოში აწყობს ამბოხს საქართველოს წინააღმდეგ ეს არის გიორგი გახარია. ჩვენ მოშიმშილეები მოვუწოდებთ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს: მეგობრებო, არ დაიზაროთ პროტესტის გამოხატვა, გამოდით ყველა,“- განაცხადა ერთ-ერთმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, რომელიც უკვე ორი კვირაა შიმშილობს.

მოშიმშილე ვახტანგ სიხარულიძე კი, ომბუდსმენს მოშიმშილეების  მონახულებისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, 16 დღის მანძილზე მათთან არც სახალხო დამცველი და არც ჯანდაცვის წარმომადგენელი არ მისულა.

„მე-16 დღეა ვშიმშილობ, ჩემთან არ მოსულა და მე ვიცი, რომ 24 საათის შემდეგ უნდა ინახოს ომბუდსმენის, ან მისი აპარატის წარმომადგენლის მიერ მოშიმშილე რა მიზეზითაც არ უნდა შიმშილობდეს ის. ნინო, გოგო სად ხარ ამდენი ხანი, მოდი და მნახე, იქნებ რას გეუბნები. თუ შენ არ მოხვალ, შენი წარმომადგენელი გამოაგზავნე,“- განაცხადა სიხარულიძემ.

პარლამენტის წინ უკვე მე-18 დღეა მოშიმშილეები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. 6 მოშიმშილედან კარვებში ღამეს ამ დროისთვის 2 ადამიანი ათევს, 4-მა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტა.

მოშიმშილეები ამბობენ, რომ შს მინისტრის გადადგომამდე პროტესტს არ შეწყვეტენ.

დღის ამბები