17 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
სახელმწიფო აუდიტის სამსახური აუდიტორული საქმიანობის გამოცდილებას უცხოელ კოლეგებს გაუზიარებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აუდიტორული საქმიანობის გამოცდილებას უკრაინელ, აზერბაიჯანელ, სომეხ და ბელორუს კოლეგებს გაუზიარებს. მემორანდუმი თბილისში შედგა და მას  ხელი  გენერალურმა აუდიტორებმა  მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახური პროექტის პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ჯანდაცვასა და გარემოს უსაფრთხოების საკითხებზე ერთობლივ, პარალელურ აუდიტებს ჩაატარებს.

„ ევროპელი პარტნიორების დახმარებით და მხარდაჭერით ჩვენ არაერთ საერთაშორისო პროექტში უკვე მივიღეთ მონაწილეობა და დღეს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციონალური განვითარების დონე იმ ეტაპზეა, რომ შეგვიძლია ჩვენ რეგიონში გავუცვალოთ ჩვენს კოლეგებს ცოდნა და გამოცდილება,“- განაცხადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა.

დღის ამბები