უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესახებ ყველანაირი ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდება. ეს გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სპეციალურ სხდომაზე მიიღო.
უწყების წარმომადგენლის ინფორმაციით, დღეიდან ნებისმიერი ინფორმაცია მოსამართლეობის 137 კანდიდატი შესახებ, ხელმისაწვდომი იქნება. გამონაკლისი მხოლოდ ის ინფორმაციაა, რომელიც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება.
„იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ ეშინია არავითარი ინფორმაციის გასაჯაროების, უბრალოდ, აზრთა სხვადასხვაობა იყო, რასაც მიეძღვნა დღევანდელი სხდომა და საბოლოო ჯამში, საბჭომ კანონით დადგენილი წესით გადაწყვიტა ეს საკითხი დადებითად ისე, რომ 137 კანდიდატი ვინც იყო დარეგისტრირებული ამ პროცესში, მათ მიერ წარმოდგენილი განცხადებები თანდართული ყველა დოკუმენტით გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციისა, ყველა გახდება ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის,“- განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას დადებითად საბჭოს არა მოსამართლე წევრები. ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებით, დაკომპლექტების პროცესში ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო.
„გამოვიდა ისე, რომ ყვავს გავაგდებინეთ კაკალი. აი, ამ პროცესში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული ეს, დანარჩენი ის, რაზეც ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა შეწყდეს კონკურსი, ის პრობლემები ღიად რჩება,“- განაცხადა ჯანეზაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კანდიდატების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები გაცილებით ადრე მოითხოვდნენ, თუმცა საბჭო ამაზე უარს აცხადებდა. სახალხო დამცველის და სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენლის მოთხოვნის შემდეგ კი, უწყებამ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.