ხმაური და დაპირისპირება სამტრედიაში - ქალაქში დაგეგმილი ანტისაოკუპაციო აქცია ჩაიშალა. ერთმანეთს აქციის მონაწილეები და მოქალაქეები დაუპირისპირდნენ. მიზეზი ხიდზე დაგეგმილი პერფორმანსი გახდა.
მოქალაქეებმა ახალგაზრდებს ხიდზე ბანერის გამოფენის უფლება არ მისცეს, რომელზეც ეწერე: "გახარია წადი." აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ რკინიგზის თანამშრომლებიც, რომლებიც გადამღები ჯგუფების გამოჩენითაც გაღიზიანდნენ, მათ მუშაობის საშუალება არ მისცეს და მედიის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ადგილობრივი მოსახლეობა კატეგორიულად ითხოვდა გადამღებ ჯგუფებს სამტრედიის ტერიტორია დაეტოვებინათ. მათი რამდენიმე ავტომობილი ტელევიზიის კუთვნილ ავტომანქანასაც დაედევნა.
„7 წელი საერთოდ არ მიკარებია რკინიგზა ამ ხიდს, არ გაურემონტებია და არ გახსენებიათ არასდროს და დღეს მოინდომეს ამ ხიდზე სარემონტო სამუშაოებია ჩატარება, იქ დაახვედრეს აქტივისტები რკინიგზის ფორმებში გადაცმულები, იქ იყვნენ მობრძანებული ისეთი ადამიანები, რომლებმაც ვერ გაარკვიეს ჯერ ძველი ბიჭები არიან, ოცნების კოორდინატორები არიან თუ ვინ არიან საერთოდ. ჩვენ ვითხოვთ, რომ მოხდეს გამოძიება ამ ადამიანების, თუ რატომ ჩაერია, რატო შეუშალა ხელი ახალგაზრდების გამოხატვის თავისუფლებას და დაისაჯონ ეს ადამიანები“ - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მამუკა ბიბილეიშვილი.