ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 5 წლის ბიჭი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და მისი თბილისში ტრასპორტირება შეუძლებელი გახდა.
რაც შეეხება გარდაცვლილი ბიჭის დას, 6 წლის გოგონა თბილისში აგრძელებს მკურნალობას.
დაშავებული 9 ადამიანი ქობულეთის ორ საავადმყოფოში არიან მოთავსებული, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. წუხელ ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მისი მეუღლე კი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მცირეწლოვანი ბავშვები გარდაცვლილი ცოლ-ქმარის შვილები იყვნენ, რომლებიც საქართველოში პოლონეთიდან ტურისტული მიზნით იმყოფებოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს სამი მინივენი შეეჯახა. მასში უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, მათი უმრავლესობა პოლონეთის მოქალაქეები არიან. დაშავებულთა შორის ორი ქართველი მძღოლია.
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.