პოლიტიკოსების პერსონალური რეიტინგი - "კურიერმა", ამერიკის რესპულიკური ინსტიტუტის კვლევის კიდევ ერთი მონაცემი მოიპოვა. მონაცემებით დადებითი რეიტინგის მიხედვით არის დალაგებული.
კვლევის შედეგების მიხედვით, დავით ბაქრაძეს 59% აქვს, კახა კალაძეს 49%, გრიგოლ ვაშაძეს 48%, დავით უსუფაშვილს 41%, შალვა ნათელაშვილს 41%, ალეკო ელისაშვილს 40%, გიორგი გახარიას 40%.
მამუკა ბახტაძეს 38%, სალომე ზურაბიშვილს 36 %, გიორგი ვაშაძეს 35%. ამ ათეულში ვერ მოხვდა ბიძინა ივანიშვილი, მას 35% აქვს.
შეგახსენებთ, გამოკითხვა 20 ივნისის სისხლიან ღამემდე ჩატარდა.