17 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, რომლებიც სხვის იდენტობას იპარავენ - მედიის განვითარების ფონდმა 39 ტროლი გამოავლინა

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები სოციალურ ქსელში სხვის იდენტობას იპარავენ - მედიის განვითარების ფონდმა დაადგინა, რომ ადამიანები, რომლებიც გიორგი გახარიას იცავენ და ახალგაზრდების აქციებზე ყალბ ახალ ამბებს ავრცელებენ, რეალურად არ არსებობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სულ 39 ტროლი გამოავლინა. აქედან 32 ხელისუფლებს მხარდამჭერია, 7 კი პრორუსული და სიძულვილის ჯგუფის წარმომადგენელი. 

კვლევის ავტორები მიღებულ შედეგს სახიფათოს უწოდებენ და ვარაუდობენ, რომ მიზანი, ხელისუფლების შენარჩუნება და გახანგრძლივებაა.

მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ კინწურაშვილი ამბობს, რომ 39 გამოვლენილი ტროლის მიზანია, ქვეყანაში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციისა და მისი ორგანიზატორების დისკრედიტაცია. მისი თქმით, ტროლები ცდილობენ, საზოგადოებაში შიში დათესონ, რომ აქციების ან თუნდაც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მონოლოგის შედეგად, რუსეთი საომარ მოქმედებებს დაიწყებს.

“საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ პრო რუსი და სიძულვილის ჯგუფების, ტროლების გზავნილები ერთი ერთზე ემთხვევა სახელისუფლებო ტროლების გზავნილებს, როდესაც ისინი ცდილობენ აქციის დისკრედიტაციას, ანტი საოკუპაციო პროტესტის  გეი-პრაიდად მონათვლით, ან როდესაც თესავენ შიშებს, რომ ანტისაოკუპაციო აქციას ან თუნდაც გიორგი გაბუნიას არაკორექტულ გამონათქვამს მოჰყვება საომარი მოქმედებების განახლება რუსეთთან, რომ ეს გამოიწვევს ეკონომიკურ სანქციებს და თესავენ შიშებს, ცოტა კომიკური ელფერიც კი აქვს, როდესაც მაგალითად ზუგდიდის შუალედური არჩევნების უბნების მოსაწონებლად გამოყენებულია ამერიკელი მსახიობის ფოტო ან ეგვიპტის მოქალაქის ფოტო, რომელმაც შესაძლოა აც კი იცის რა ხდება საქართველოს პოლიტიკურ პროცესში“ - განაცხადა თამარ კინწურაშვილმა.

მედიის განვითარების ფონდის წევრები იმ მეთოდებს განმარტავენ, როგორ ხდება ტროლების გამოვლენა საძიებო სისტემით და როგორ იპარავენ ისინი სხვის იდენტობებს. რამდენიმე მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქეების ინდენტობით სარგებლობს. 

დღის ამბები