აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებები დასრულებულია - დავით გარეჯში, აღდგომის ტაძართან მისასვლელი გზა, კვირის ბოლომდე ჩაიკეტება. კვირის ბოლოს კი ის მომლოცველებისა და ტურისტებისთვის გაიხსნება. საუბარია იმ მონაკვეთზე, სადაც გუშინ ინცდენტი მოხდა. ინფორმაცია შეხვედრის დასრულების შემდეგ საზღვრის დაცვის პოლიციის უფროსის მოადგილემ, თემურ კუპატაძემ გაავრცელა.
მოლაპარაკებები ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეს შორის რამდნიმე წუთის წინ დასრულდა. ლავრის სიახლოვეს გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ აღდგომის ტაძრიდან და კელიებიდან აზერბაიჯანლებმა ხატები ამოიტანეს და ის ქართულ მხარეს იმის ნიშნად გადასცეს, რომ მონასტრის ეს ტერიტორია საქართველოს არ ეკუთვნის.
ფაქტს ადგილობრივებსა და მესაზღვრეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც მოქალაქეებმა ხატები ისევ უკან დააბრუნეს.