17 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
სოფელ ყარაჯალაში ხანძრის ქრობის დროს, მეხანძრე-მაშველი დაიღუპა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში საცხოვრებელი სახლში ხანძრის ქრობის დროს მეხანძრე-მაშველი გელა მელიქიძე დაიღუპა.

მეხანძრე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ ექიმების თქმით, ის უკვე გარდაცვლილი იყო. იგი სახანძრო სამსახურში 20 წელზე მეტ ხანს მუშაობდა.

ხანძარი 5-ოთახიან სახლში გაჩნდა. როგორც "რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ჩაქრობას სამი სახანძრო მანქანა ცდილობს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე პოლიცია და ექსპერტები იმყოფებიან.

ამ წუთისათვის, ხანძრის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

დღის ამბები