ანტისაოკუპაციო აქცია რუსთაველის გამზირზე გრძელდება. დღეს, აქციის 26-ე დღეა და მოთხოვნა უცვლელი რჩება. აქციის მონაწილეები 20 ივნისის მოვლენების გამო, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ.
ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან მანამ, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება და შს მინისტრი პოსტს არ დატოვებს.