17 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი მართლმსაჯულების უმაღლეს ინსტანციაში წარსადგენი კანდიდატების სიის შეჩერებას ცდილობენ 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა პარლამენტის ტრიბუნიდან მოსამართლე ილონა თოდუას ბრალი არაკეთილსინდისიერებაში დასდო. მოსამართლე თოდუას შესახებ ნაზი ჯანეზაშვილმა განცხადება დღეს პარლამენტში შეხვედრაზე გააკეთა. ნაზი ჯანეზაშვილი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში დოკუმენტებით შეიარაღებული მივიდა, აცხადებს, რომ ეს მოსამართლე უზენაესი სასამართლოს წევრობას არ იმსახურებს.

ირკვევა, რომ საგარეჯოს სასამართლოდან თბილისში გადმოსულმა ილონა თოდუამ, 2014 წელს, საკუთარ სახელზე არსებული ბინა დედას გადაუფორმა, თავად კი როგორც საცხოვრებლის გარეშე დარჩენილმა რაიონიდან ჩამოსულმა მოსამართლემ, იუსტიციის საბჭოსგან სხვა საცხოვრებლის დაქირავება მოითხოვა.

საბჭოს მაშინდელმა შემადგენლობამაც ეს თხოვნა დააკმაყოფილა და მოსამართლე თოდუა 3 წლის განმავლობაში ბიუჯეტის ხარჯზე ცხოვრობდა, თვეში 550 ლარად.

მოსამართლე თოდუამ დღეს კამერებთან გამოჩენა არ ისურვა, თუმცა მიზეზები წერილობით განცხადებაში ახსნა. ამბობს, რომ გათხოვების შემდეგ, მშობლებთან ვერ იცხოვრებდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი საკანონმდებლო ორგანოში დღეს ერთი მთავარი თხოვნით მივიდა - ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ჩინჩალაძე-მურუსიძის ე.წ. კლანის მიერ შერჩეული კანდიდატების უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესება არ დაუშვან.

დარბაზში ისხდნენ ის დეპუტატები, რომლებიც მმართველ გუნდს სწორედ სასამართლოს თემაზე გაემიჯნენ, "ოცნების" ყოფილი წევრები ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეების შერჩევის პროცესს დღესაც უნდობლობას უცხადებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები