სიძულვილის ენა და სექსისტური განცხადებები "ქართული ოცნების" დეპუტატების მხრიდან მუნიციპალიტეტებში - მმართველი პარტიის რეგიონალური ლიდერები შეურაცხმყოფელ პოსტებს სოციალური ქსელების საკუთარ გვერდებზე აქვეყნებენ.
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ნინო ხუციშვილი, საკუთარ სოციალურ ქსელში ძირითადად სიძულვილის ენას იყენებს.
ანტიდასავლურ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი. გიორგი მესხიშვილი სოციალურ ქსელში პოსტებს ძირითადად რუსულად წერს. დღეს ის ”კურიერს” უმტკიცებდა, რომ ეს კონკრეტული სტატუსი საკუთარ ფბ გვერდზე მას არ დაუწერია.
არაეთიკური პოსტების ავტორი დეპუტატები და რეგიონული ლიდერები მმართველ პარტიას საკუთარი რიგებიდან არ გაურიცხავს.
არასამთავრობო სექტორში მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტია ძალადობას ახალისებს. ”ქალთა მოძრაობაში” ამბობენ, რომ ”ქართული ოცნება” საკუთარი წევრების მხრიდან გაკეთებულ ძალადობრივ განცხადებებს არასდროს ემიჯნება და არც ავტორებს სჯის.
მმართველი პარტიისთვის და შინაგან საქმეთა მინისტრისთვის ერთგულების დამტკიცებას ცდილობენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ყველა ქალაქში.
ავტორი: ია გულიაშვილი, იზო ჩუბინიძე.