17 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი მიუნჰენში - გაგემილ 2 ღონისძიებაზე სტუდენტებს დასწრების საშუალება არ მიეცათ

მიუნჰენში საქართველოს პრეზიდეტსა და სტუდენტებს შორის დაგეგმილ შეხვედრებზე ინფორმაცია ვრცელდება. გერმანიაში ქართული სათვისტომოს Facebook გვერდზე წერენ, რომ 14 ივლისს მწვავე დისკუსიის შემდეგ ახალგაზრდებს შეხვედრებზე დასწრების უფლება არ მისცეს. კერძოდ, 15 ივლისს დაგეგმილი იყო 2 ღონისძიება, რომლებსაც სტუდენტები უნდა დასწრებოდნენ.

მოგვიანებით კი საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა გერმანიაში, ირინე ჩიხლაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორივე ღონისძიება დაიხურა, ამ გარემოებამ კი სტუდენტების უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან რამდენიმე მათგანმა სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის სამსახურიდან თავი გაითავისუფლა. მეორე დრეს კი ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდებს შეეძლოთ დასწრებოდნენ ღონისძიებას. დამატებითი განმარტებები კი ირინა ჩიხლაძის მხრიდან აღარ გაკეთებულა. თავად ირინე ჩიხლაძე კი ამ ღონისძიებას დაესწრო, როგორც თვითონ ამბობს, მხოლოდ 10 წუთი.

სტუდენტებმა ახალგაზრდა ელჩს კატეგორიულად მოსთხოვეს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან კონკრეტული პიროვნების დასახელება, რომელმაც მიაწოდა მას არასწორი ინფორმაცია და შეიყვანა შეცდომაში. მის ვინაობას კი ირინე ჩიხლაძე არ ამხელს, ის მხოლოდ მიმოწერას ასაჯაროებს.

დღის ამბები