17 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
გავძლიერდეთ, იყოს ეს ჩემი, მაკა გომურის და სხვა დაზარალებულების ბოლო მსხვერპლი - "რუსთავი 2-ის" თანამშრომელი

"ვიდგეთ ერთმანეთის გვერდით" - ეს განცხადება "რუსთავი 2-ის" დაცვის თანამშრომელმა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში გააკეთა. გიორგი სულაშვილმა, რომელმაც 20 ივნისს აქციის დარბევისას თვალი დაკარგა, დეტალურად გაიხსენა სისხლიანი ღამე.

მან გადაცემა "არჩევანიდან" მიმართა საზოგადოებას და მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის. 

"მინდა, ვუთხრა, გავძლიერდეთ, ვიდგეთ ერთმანეთის გვერდით ძლიერად და ვერაფერი მოგვერევა. იყოს ეს ჩემი და მაკა გომურის და სხვა დაზარალებულების ბოლო მსხვერპლი. აღარ ყოფილიყოს სხვა დაზარალებულები საქართველოში. მინდა ქართველი ხალხი გავამხნევო. მათი გვერდში დგომა მე მაძლიერებს,“ - განაცხადა გიორგი სულაშვილმა.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები