17 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
ევროსასამართლოს არ მიეცა სამაუწყებლო კომპანიის გამოხატვის თავისუფლების სავარაუდო დარღვევის საკითხზე არსებითად მსჯელობის შესაძლებლობა - ომბუდსმენი 

"სამწუხაროდ, გარკვეული პროცედურული გარემოებების გათვალისწინებით, ევროპულ სასამართლოს არ მიეცა სამაუწყებლო კომპანიის გამოხატვის თავისუფლების სავარაუდო დარღვევის საკითხზე არსებითად მსჯელობის შესაძლებლობა" - ამის შესახებ, "რუსთავი2"-თან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაზე ევროპული სასამართლოსთვის წარდგენილ სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველი წერს. 

ნინო ლომჯარიას თქმით, თავისუფალი მედია ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. 

აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის მესაკუთრეთა ნაწილში უკვე განხორციელებული ცვლილებები, უარყოფითად არ აისახება ქვეყანაში პლურალისტურ მედია გარემოს შენარჩუნებაზე და ამავე დროს უზრუნველყოფილი იქნება კომპანიაში დასაქმებული ჟურნალისტების პროფესიული თავისუფლება.

დღის ამბები