ქრთამის აღებასა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე სამართალდამცავებმა სამედიცინო უნივერსიტეტის ორი თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. დაკავებულებმა სამედიცინო უნივერსიტეტში ჩარიცხვის სანაცვლოდ აბიტურიენტისგან ქრთამი სახით 1000 დოლარი აიღეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელმა გია ო-მ, ლილი ჯ-ს დახმარებით, ამავე უნივერსიტეტში აბიტურიენტის ჩარიცხვისთვის საჭირო გასაუბრების წარმატებით გასავლელად, მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 1000 აშშ დოლარი, რა დროსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს,”- ნათქვამია განცხადებაში.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.