"რუსთავის2"-ის ახალი გენერალური დირექტორი, პაატა სალია, "რუსთავი2"-ის ფინანსურ დირექტორს ხვდება. შეხვედრა პაატა სალიასა და ირაკლი ნიჟარაძეს შორის, ამ წუთებში სამაუწყებლო კომპანიის ოფისში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
სალია "რუსთავი2"-ში რამდენიმე წუთის წინ მოვიდა.
სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, საჯარო რეესტრმა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის 100 პროცენტიანი წილი ქიბარ ხალვაშს დაურეგისტრირა. ხალვაშის გადაწყვეტილებით, სამაუწყებლო კომპანიის გენერალურ დირექტორად კი მისი ადვოკატი პაატა სალია დაინიშნა. გენერალური დირექტორის ცვლილების შესახებ ხალვაშის მოთხოვნა საჯარო რეესტრმა დაადასტურა.