17 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
პაატა სალია დავით დვალის ნაცვლად - ქიბარ ხალვაშის ადვოკატი ვერ ასახელებს მიზეზს, რის გამოც კომპანიის დირექტორად შეარჩიეს

პაატა სალია დავით დვალის ნაცვლად - ქიბარ ხალვაშის მიერ "რუსთავი2"-ის ახალ დირექტორად დანიშნული  ადვოკატი პაატა სალია ვერ ასახელებს მიზეზს, რის გამოც ახალმა მეპატრონემ ის შეარჩია. 

"რუსთავი2"-ის საქმეზე დავის დაწყების პირველივე დღიდან არსებობდა ქიბარ ხალვაშის პირობა, რომ კომპანიის მიკუთვნების შემთხვევაში ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დავით დვალს დანიშნავდა. 

სად არის დავით დვალი ან ჯარჯი აქიმიძე, ამ კითხვაზე პაატა სალიას მხოლოდ ერთი პასუხი აქვს, ის ამბობს, რომ მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდა მათთან კომუნიკაცია ვერ მოესწრო.

სალიას თქმით, ქიბარ ხალვაში აცნობიერებს, რომ დავით დვალს უნდა შეხვდეს და ესაუბროს.  

"რაც შეეხება დვალს და აქიმიძეს გუშინ ავხსენი, რომ მათთან კომუნიკაცია არ გვქონია ეს პერიოდი, რადგან სტრასბურგის სასამართლოში იყო ეს პერიოდი დავა. როგორც ვიცი, ქიბარ ხალვაშსაც არ ქონია ამ ბოლო პერიოდში(კომუნიკაცია).ეგ ნომერ პირველ ამოცანად მე ვთხოვე, თვითონაც აცნობიერებს და იცის, რომ ერთ-ერთი პირველი ამოცანაა შეხვდეს ამ ადამიანებს , ისაუბრონ და გაერკვნენ რას ვაპირებთ.

„დრო გამოაჩენს ყველაფერს. კომპანიის მფლობელმა დამნიშნა დირექტორად. მაქვს პასუხისმგებლობა, ვალდებულებები, უფლებებთან ერთად. მე ამ პასუხისმგებლობას თავი უნდა გავართვა, ჩემი ვალდებულებები შევასრულო ისე,რომ აქ დასაქმებული ადამიანებიც კმაყოფილი იყვნენ და კომპანიის მესაკუთრეც კმაყოფილი იყოს“-ამბობს სალია.

ამავე თემაზე
დღის ამბები