17 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
„რუსთავი 2“-ის უკვე ყოფილი მფლობელები სტრასბურგის გადაწყვეტილებას დიდ პალატაში გაასაჩივრებენ

„რუსთავი 2“-ის უკვე ყოფილი მფლობელები სტრასბურგის გადაწყვეტილებას დიდ პალატაში გაასაჩივრებენ. როგორც იურისტები აღნიშნავენ, ხელისუფლებას უნდა გაეთვალისწინებინა მათი მოთხოვნა.

დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ხელისუფლებას წილები არ უნდა გადაეფორმებინა ქიბარ ხალვაშისთვის, ვიდრე დიდი პალატა არ მიიღებდა ამ საქმეზე გადაწყვეტილებას.

„არასწორი ინფორმაცია გავრცელდა ზოგიერთი სააგენტოს მიერ, თითქოს, მე ვთქვი, რომ "რუსთავი 2" არ აპირებს სტრასბურგში მიღებული გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას. რეალურად, გუშინდელი გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა იქნეს გასაჩივრებული და მე დარწმუნებული ვარ, რუსთავი 2-ის ახლა უკვე ყოფილი დამფუძნებლები გაასაჩივრებენ დიდ პალატაში. უბრალოდ, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ გუშინ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ეს გარემოება, არ მისცა შესაძლებლობა ყოფილ დამფუძნებლებს, რომ გაესაჩივრებინა დიდ პალატაში და იქამდე შენარჩუნებულიყო სტატუს კვო, ეს ქმნის იმის საფრთხეს, რომ თეორიულად შესაძლებელია, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებისას დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი მერე აღსრულებას შეექმნას პრობლემა, იმიტომ, რომ იმ პერიოდში შეიძლება "რუსთავი 2" აღარ არსებობდეს ფიზიკურად, ეს არის პრობლემა,“ - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

დღის ამბები