17 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
ხელისუფლება "რუსთავი 2"-ის მცოცავ ოკუპაციას გააკეთებს - ნინო ჯანგირაშვილი

„რუსთავი2“-ის არსებული ფორმით შენარჩუნება არ შედის ხელისუფლების ინტერესში - ამაზე მედია ექსპერტები საუბრობენ და უახლოეს მომავალში კომპანიის სარედაქციო პოლიტიკის დიამეტრულ ცვლილებას ელოდებიან.

ამგვარი ცვლილება კი მათი თქმით, დააზარალებს მედია და პოლიტიკურ პლურალიზს ქვეყანაში.

ჟურნალისტი, ზვიად ქორიძე ამბობს, რომ მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც სამაუწყებლო კომპანია დგას, სარედაქციო პოლიტიკის შესაძლო ცვლილებაა. ქორიძე ელის, რომ ახალი მფლობელის ხელში სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლება.

Image result for ზვიად ქორიძე„ყველაზე სერიოზული პრობლემა, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს არის ის, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა შეიძლება, მე მოლოდინი მაქვს, რომ შეიცვალოს, შეიცვალოს დიამეტრალურად და ის პრაქტიკულად, გახდეს ერთიანი, ერთგვაროვანი ქართული მედია გარემოს ნაწილი, რაც ძალიან სამწუხარო იქნება იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოება დაკარგავს კიდევ მნიშვნელოვან პლატფორმას, განსხვავებული აზრის მოსმენის, კრიტიკული შინაარსის პროდუქტის მიღების და ზოგადად, ეს იმოქმედებს ცალკე მედიაპლურალისტურ გარემოზე, იმოქმედებს პოლიტიკურ პლურალიზმზეც ქვეყანაში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან რთული შედეგის მომტანი იქნება, ამიტომ, მგონია, რომ ახლა თუ არის რაიმე რესურსი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა მივმართოთ იმაზე, რომ სარედაქციო პოლიტიკა "რუსთავი 2"-ის არ შეიცვალოს,“ - განაცხადა ქორიძემ.

ხელისუფლება, რომ სარედაქციო პოლიტიკას აუცილებლად შეცვლის, ამაში დარწმუნებულია ტელეკომპანია „კავკასიას“ გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი.

Image result for ნინო ჯანგირაშვილი„ხელისუფლება შეეცდება თანდათანობით, რა თქმა უნდა, დროში ეჩქარებათ, მაგრამ მაინც არ უნდათ ალბათ, რომ მთლად ასე მონსტრის სახით წარმოჩინდნენ, ამიტომ, შეეცდებიან, რომ ჯერ იურისტი შემოვა, მერე ფინანსისტი შემოვა, მერე თუ ძალიან გაჯიუტდებით, მერე სხვა ვინმე შემოვა და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ „რუსთავი 2“ ამ ფორმით არ შენარჩუნდება, ეს არის ხელისუფლების გადაწყვეტილება, ამისთვის არ უწვალია ამდენი წელი ბიძინა ივანიშვილს რუსთავი 2-ის ხელში ჩასაგდებად, რომ აქ დატოვოს ახლა კურიერი ამ ფორმით, როგორც არის, ვანოს შოუ დატოვოს, ან თუნდაც ჩცდ, რომელიც ვფიქრობ, მას არანაკლებ უშლის ნერვებს, ზოგიერთი პერსონაჟის გამო. მცოცავ ოკუპაციას გააკეთებს რუსთავი 2-ის ხელისუფლება, თუმცა, ის ვერ დამალავს რეალურ ზრახვებს, რეალურ შედეგს დაინახავს ყველა, მაგრამ მთავარი რაც არის, თქვენ უნდა გააგრძელოთ თქვენი საქმის კეთება, უნდა გააგრძელოთ აქ, მანამ, სანამ შეძლებთ და სანამ გაგიშვებენ ყველას და თუ გაგიშვებენ, თქვენ ამის კეთება უნდა გააგრძელოთ, სადმე სხვაგან,“ - განაცხადა ჯანგირაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები