20 ივნისის სისხლიანი ტრაგედიიდან დღეს ზუსტად ერთი თვე გადის. ერთი თვეა, თბილისის მთავარ გამზირზე ახალგაზრდები, გავრილოვის ღამის ავტორის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.
სირცხვილია! აქცია ამ ლოზუნგით დღეს, საღამოს, 07:00 საათზე დაიწყება.
“რუსთავი 2“ საშინელი დარტყმა იყო ოპოზიციისთვის, მაგრამ ამით თავისუფალი სიტყვას ვერ შეაჩერებთ. ეს უარესად დაუბრუნდებათ. ის მუხტი, რაც ამ ხალხში დაგროვილია, ის სიძულვილი სულ სხვა მხრიდან ამოხტება და ამათ ეს არ შერჩებათ. მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი მიზეზი აქ ყოფნის, ეს არის სისხლი ბავშვების, რომელიც ამ მოედანზე დაიღვარა, ეს არის იმ ბავშვების თვალები, ეს არის გახარიას ჯალათობა და ეს არ უნდა შერჩეთ ამათ“, - განაცხადა პოეტმა, კოტე ყუბანეიშვილმა.
აქციის მონაწილეების ერთადერთი მოთხოვნა კვლავ უცვლელია, ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის დაკავებული თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ.
„ერთი თვეა უკვე, რაც ჩვენ ვაპროტესტებთ ძალადობას და ვითხოვთ გახარიას გადაყენებას 20 ივნისის მოვლენების გამო. ვიცით, რომ ჩვენ სხვა ფორმა გვქონდა პროტესტის, უფრო სალონური და საუბრები გვქონდა რაღაცების გაყიდვების და მობილიზება იყო სხვანაირი, ხვალ კიდევ ერთხელ ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ძალადობას აპროტესტებს, გამოვა გარეთ,“ -აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ გეგუჩაძე.