17 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
"დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას ემუქრება საფრთხე, ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება" - "პოსტსკრიპტუმის" გუნდი

"ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება" - ამ სიტყვებით მიმართა მაყურებელს „პოსტკრიპტუმის“ წამყვანმა მიშა სესიაშვილმა გადაცემის დაწყებისას.  მისი თქმით, ახლა, როცა არხს ახალი მფლობელი ჰყავს, არსებობს რეალური საფრთხე, რომ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას და თავისუფალ სიტყვას საფრთხე დაემუქროს:

„ახლა ამ არხს ყავს ახალი მფლობელი და არის ახალი რეალობა, სადაც დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას და თავისუფალ სიტყვას ემუქრება რეალური საფრთხე, მაგრამ ჩვენ „პოსტსკირპტუმის“ გუნდი, ვაპირებთ ბოლომდე ვიბრძოლოთ ჩვენი თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის. ვაპირებთ, ისევ დაგანახოთ ის შეულამაზებელი რეალობა, რომელიც ასე აღიზიანებთ სოლოლაკის მაღლობზე და ვაპირებთ რომ ეს გავაკეთოთ ბოლო წუთამდე, იქამდე, ვიდრე ამისი შესაძლებლობა გვექნება.

"თუკი ბოლო უმძიმესმა რამდენიმე წელიწადმა ჩვენს გუნდს, თითოეულ „რუსთავი 2"-ელს რამე გვასწავლა, არის ის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ასეა ამ შემთხვევაშიც.
ამ უმძიმესმა ბრძოლამ შეიწირა ჩვენი ცხოვრების უძვირფასესი წლები, მაგრამ ამ ბრძოლაში ჩვენ ჩამოვყალიბდით ერთ ოჯახად და გავხდით კიდევ უფრო ძლიერები.

არ შემიძლია, მადლობა არ ვუთხრა ნიკა გვარამიას, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში გვაძლევდა გამძლეობის და სიმამაცის პირად მაგალითს! გუნდის სახელით - და პირადად ჩემგან, მადლობა ნიკა ამ 7 წლისთვის.

გვწამს, რომ მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ ემსახურონ სიმართლეს და სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი თავისუფლება, ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობა,“-განაცხადა "პოსკრიპრუმის" გუნდის სახელით, მიხეილ სესიაშვილმა.

დღის ამბები