17 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
მშენებლობაზე დაზიანებული ალექსანდრე ბუხულეიშვილის ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

27 წლის ალექსანდრე ბუხულეიშვილის ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც პოლონეთში მშენებლობაზე მუშაობდა, ობიექტიდან გადმოვარდა და სერიოზულად დაშავდა. ხერხემლის მძიმე დაზიანებით ის კლინიკაშია მოთავსებული. "კურიერთან" საუბრის დროს დაზარალებული ხანგრძილივი რეაბილიტაციისთვის საჭირო ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს და დახმარებას ითხოვს. მისივე თქმით, სამშენებლო ობიექტზე დაცული არ იყო უსაფრთხოების სტანდარტები, რამაც მომხდარი გამოიწვია. უბედური შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. პოლონეთში საქართველოს საკონსულო უკვე საქმის კურსშია.

დღის ამბები