იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება.
დღეს გასაუბრებას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე გაივლის. ვასაძეს სამი რეკომენდატორი ჰყავს, ესენი არიან: გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, რომელიც მისი უფროსიცაა და კონკურენტიც. ასევე რეკომენდატრობეთან შორის არიან გენერალური პროკურორის მოადგილეების გიორგი გოგაძე და გიორგი ბადაშვილი.
ვასაძის შემდეგ გასაუბრებას მოსამართლეობის მსურველი კიდევ ორი კანდიდატი მაია ვაჩაძე და თამაზ ზამბახიძე გაივლის.