17 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
ერთი გარდაცვლილი და 10-მდე დაშავებული - ავტოსაგზაო შემთხვევა ხულოში

ხულოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. ავარია სოფელ ვაშლოვანთან მოხდა, სამარშუტო მიკროავტობუსი ამოყირავდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულებიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„ერთი ჩვენთან მოსვლის მომენტში გარდაცვლილი იყო. 10-ს აქვს გარკვეული დაზიანებები, ორი, სავარაუდოდ, იგზავნება ბათუმში შემდეგი კვლევისთვის, რვას არ აქვს ისეთი დაზიანებები, უახლოეს პერიოდში გაეწერებიან სახლში,“ - განაცხადა ექიმმა.

ხულოს მერი განცხადებით, მიკროავრობუსში თორმეტამდე მგზავრი იყო, მისივე თქმით, მსუბუქი დაზიანებები შვიდმა ადამიანმა მიიღო.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილითა დაწყებული, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დღის ამბები