17 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
ქიბარ ხალვაში არასამთავრობოებზე: 6 კაცი საღამოს ჩაიცმევს, რომ რაღაც კომენტარი გააკეთოს

ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტების მოთხოვნაზე, რომ შეიქმნას საბჭო, რომელიც მათთვის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი იქნება, კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს. ის მიიჩნევს, რომ ბორდი, რომელიც არასამთავრობოებისგან უნდა შეიქმნას, მისთვის სანდო არ არის.

„ის ბორდი, რა ბორდია?! 6 კაცი არის, საღამოს ჩაიცმევენ, რომ რაღაც კომენტარი გააკეთონ.  ბორდი გავაკეთოთ და სანდო იყოს, ერთმხრივი ნუ იქნება. ყველაფერი კარგად იქნება. დამიჯერეთ რა,“ - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა. 

„რუსთავი 2-ის" ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საკუთარი ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად იმყოფებოდა, სადაც მან მედიის წარმომადგენლებმა შეკითხვები დაუსვეს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები