17 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
„რაში მჭირდება ბორდი, რამეში მომეხმარება?“ - ქიბარ ხალვაში

„რაში მჭირდება ბორდი, რამეში მომეხმარება?“ - ასე უპასუხა ქიბარ ხალვაშმა კითხვას, რატომ თქვა უარი ჟურნალისტების მოთხოვნაზე, შექმნილიყო არხზე საზოგადოებრივი საბჭო.

პირველივე შეხვედრა „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებთან ქიბარ ხალვაშმა ჩხუბით და აგრესიული ტონით დაიწყო. მან „კურიერის“ რეპორტიორს მატყუარა უწოდა, კითხვაზე, ვინ იქნება უცხოელი კონსულტანტი, რომლის ჩამოყვანასაც „რუსთავი 2-ში" აპირებს“, გვიპასუხა, რომ ის მისი მეზობელია.

„რუსთავი 2-ის" ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საკუთარი ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად იმყოფებოდა, სადაც მან მედიის წარმომადგენლებმა შეკითხვები დაუსვეს. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები