09 დეკემბერი 2022,   11:05
ვრცლად
"უნდა გააგრძელოთ ბრძოლა!" - მოლდოვის პრემიერი "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტს მიმართავს

ევროპარლამენტი ყურადღებით აკვირდება "რუსთავი 2-ის" საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს - ეს განცხადება დღეს ბრიუსელში გაკეთდა. ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ "რუსთავი 2-ის" საქმეს კარგად იცნობენ და მიაჩნიათ, რომ კრიტიკული და დამოუკიდებელი მედია ქართული დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

მოლდოვის პრემიერმინისტრმა, რომელიც ბრიუსელში იმყოფებოდა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" თანამშრომლებს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მედია დემოკრატიის მთავარ საყრდენს წარმოადგენს.

„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის დამოუკიდებელი მედია. თქვენ უნდა გააგრძელოთ ბრძოლა. მედია დემოკრატიის მთავარი საყრდენია. ზოგჯერ ძალიან რთულია, მაგრამ თქვენ უნდა გადარჩეთ და იმუშაოთ თქვენი ქვეყნისთვის და თქვენი ხალხისთვის, რადგან დადგება დღე, როდესაც თქვენ ყველაფერი გამოგივათ,” -  განაცხადა მაია სანდუმ.

ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა დამოუკიდებელი მედიის  მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ დამოუკიდებლობაა თავისუფალი მედიის ბირთვი. მან იმედი გამოთქვა, რომ ამ ბრძოლაში სწორედ აზრთა მრავალფეროვნება გაიმარჯვებს. 

„ჩვენ ვიცით "რუსთავი 2-ზე" სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ. ვერ ვხედავ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დაკარგავის საბაბს. დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა არის თავისუფალი მედიის ბირთვი. თუ ჟურნალისტები გრძნობენ, რომ მათზე ზეწოლა ხორციელდება, ან ეუბნებიან რა, როგორ გააკეთონ, ამას დამოუკიებელ მედიას ვერ ვუწოდებთ.  ველი, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა და აზრთა მრავალფეროვნება გაიმარჯვებს, რადგან საქართველო ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანაა და ცდილობს, უფრო მეტად მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს. ევროპული სტანდარტები კი მკაფიოა - ჩვენ ვსაუბრობთ იმ ყველა ღირებულებაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ღირებულებების გარეშე შეიძლება დაკარგოთ ნდობა თქვენი დემოკრატის მიმართ. ამიტომ, იბრძოლეთ. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც უნდა გაუფრთხილდნენ. ჩვენ კი ყურადღებით დავაკვირდებით სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსრულებას,“ - განაცხადა აუსტრევიჩუსმა.

დღის ამბები