17 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
ივანიშვილის კუთვნილი ქონების - ვიდეოთვალის დაზიანება - აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იკითხება

ოზურგეთის პოლიციაში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ელგუჯა ბაგრატიონის გამოკითხვა მიმდინარეობს.

ბაგრატიონს განუმარტეს, რომ მას ბრალი შეკვეთილში მომხდარ ინციდენტში ედება. თუმცა ბაგრატიონი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მისი დაკავება მოხდეს, რადგან მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლით.

მას გამოძიება ივანიშვილის კუთვნილი ნივთის - ვიდეოთვალის დაზიანებას ედავება.

„ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ როგორმე გააჩუმოს თავისუფალი ხმა, რომ როგორმე გააჩუმოს ანტისაოკუპაციო პროტესტი ამ ქვეყანაში,“ - ამბობს ბაგრატიონი.

შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართებოდა. შიმშილობდა რამდენიმე პირი. 

დღის ამბები