17 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
20 გავლენიანი არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს, რომ "რუსთავი 2-ში" განვითარებულ პროცესებს დააკვირდნენ

წერილი 14 საერთაშორისო ორგანიზაციას - მიმართვას 20 გავლენიანი ქართული ორგანიზაცია უერთდება. ისინი კოლეგებს, საერთაშორისო ინსტიტუციის ხელმძღვანელებს სთხოვენ, რომ "რუსთავი 2-ის" გარშემო მიმდინარე მოვლენებს განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანონ, რადგან დიდია საფრთხე, საქართველოში თავისუფალი სიტყვა გაქრეს.

წერილი მიიღო ევროსაბჭოს მედია ომბუდსმენმა, ეუთოს და ევროკავშირის ოფიცრებმა და ყველა იმ გავლენიანმა ორგანიზაციამ, რომელიც საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის ინდექსს ადგენს. წერილში წერია, რომ მაღალია საფრთხეზე კრიტიკული მედია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მთავრობის მაამებელ არხად გადაიქცეს.

სამოქალაქო სექტორი საერთაშორისო პარტნიორებს სთხოვს, ყურადღება გამახვილდეს არხის ახალი მფლობელის ბოლო განცხადებაზე, საიდანაც იკვეთება მისი სურვილი, რომ კრიტიკული და ყველაზე რეიტინგული მედიის შინაარსი მალე შეცვალოს, დაემშვიდობოს ჟურნალისტებს და არხს მიმართულება შეუცვალოს.

ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია საქართველში თანხმდება, რომ დავა "რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ არ იყო წმინდა სამართალწარმოების პროცესი. პირიქით, ეს იყო ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი და მისი მიზანია, არხზე სარედაქციო დამოუკიდებლობის შეცვლა. სწორედ ამიტომ წერილის ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ საერთაშორისო ინსტიტუციებმა უნდა იღონ პასუხისმგებლობა და დამკვირდნენ "რუსთავი 2-ში" განვითარებულ ყველა პროცესს.

დღის ამბები