17 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
სავალუტო ბაზარი პანიკის მოლოდინშია - ლარი გაუფასუფასურებას განაგრძობს

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. სავალუტო ბაზარზე უპრეცედენტო პანიკაა, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება ორი ლარი და 90 თეთრია, თუმცა ამ ფასად დოლარს ვერსად იყიდით. კომერიციულ ბანკებში გაცვლითი კურსი ორ ლარრსა და 96 თეთრს აღწევს. ეკონომიკის მინისტრი აღიარებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია, არსებობს არასტაბილურობის განცდა და ინვესტიციები აღარ შემოდის. ეკონომიკური გუნდის კრახი ეკონომიკის მინისტრმა ანტისაოკუპაციო აქციებს დაუკავშირა.

პანიკაა ნავთობპროდუქტების ბაზარზეც. რეკორდულ ნიშნულზეა საწვავის ფასი. მსოფლიოში ნავთობი იაფდება, საქართველოში კი ძვირდება. საწვავის იმპორტიორი კომპანიები ამბობენ, რომ გაუფასურებული ლარის ფონზე ვერ ახერხებენ სტაბილური ფასები შეინარჩუნონ.

პრობლემები აქვს საბანკო სექტორსაც. ეროვნული ბანკის რეგულაციებმა გაყიდვების შემცირება გამოიწვია ბანკებშიც. მიუხედავად დაპირებებისა, რომ საბანკო რეგულაციების გადახედვა მოხდებოდა, ის მხოლოდ იპოთეკურ ნაწილში შეცვალა, სამომხმარებლო სესხები კი კვლავ ნაკლებად გაიცემა, რაც არა მხოლოდ მომხმარებელს, არამედ საშუალო და მცირე ბიზნესს აზარალებს.

გაყიდვები შეუმცირდათ დეველოპერებს, სამშენებლო ბიზნესშიც კრიზისია. ახალმა რეგულაციებმა ამ სექტორს უდიდესი დარტყმა მიაყენა. სამშენებლოების ნაწილი გაკოტრების პირასაა მისული. დახურვის საფრთხე ემუქრებათ ტექნიკის მაღაზიებსაც, განვადებით პროდუქციას ვეღარ ყიდიან და იძულებულები არიან, ბაზრინდან საერთოდ გავიდნენ.

პარალელურად კი მატულობს ფასები. სპეციალისტები კრიზისს შემოდგომაზე ელოდებიან და ენერგომატარებლების ტარიფების ზრდას აანონსებენ.

 

დღის ამბები