მკვლელობა გურამიშვილის გამზირზე - მოკლულია ორი მამაკაცი. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. მკვლელობის მოტივი უცნობია. სავარაუდოდ, მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი.
"კურიერის" ინფორმაციით, პირმა, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, ტერიტორია უკანა გასასვლელიდან დატოვა. სავარაუდოდ, ის ერთ-ერთი კომერციული ობიექტის კამერამ დააფიქსირა, თუმცა შს სამინისტროში ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებენ.
როგორც შს სამინისტროში "კურიერს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს 2 ან მეტი პირის მიმართ. როგორც ცნობილია, მიმდინარეობს სავარაუდო დამნაშვის იდენტიფიცირება.
ცხედრები პროზექტურაში ამ დრომდე არ გადაუსვენებიათ.