საქართველოში პროსამთავრობო არხები დომინირებენ, "რუსთავი 2" კი გამონაკლისია - ამის შესახებ განცხადებას გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" აქვეყნებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ "რუსთავი 2"-ის სარედაქციო დამოუკიდებლობა და ეკონომიკური გადარჩენა გარანტირებული უნდა იყოს.
"რუსთავი ორის სარედაქციო დამოუკიდებლობა და ეკონომიკური გადარჩენა გარანტირებული უნდა იყოს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ არსებითად მნიშვნელოვანია ქართული მედიაგარემოს პლურალიზმის შენარჩუნება და სარედაქციო პოლიტიკაზე მედიამფლობელებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან გავლენის შემცირება,"- აცხადებს ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი.
განცხადებაში ასევე წერია: "ქიბარ ხალვაშმა პირობა დადო, რომ რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკაში არჩაერევა და რომ არავის გაათავისუფლებდა აღმასრულებელი დირექტორის ნიკა გვარამიას გარდა. მაგრამ მან უარი თქვა თანამშრომლების მოთხოვნის შესრულებაზე, რომ წერილობით დაედასტურებინა ეს ვალდებულება, შექმნილიყო დამოუკიდებელი საზედამხედველო საბჭო და ყველა თანამშრომლის კონტრაქტი ორი წლით გაეხანგრძლივებინა. "ჟურნალისტებს აღელვებთ, რომ ქიბარ ხალვაში პროსამთავრობო პოლიტიკას მოახვევს თავს ტელევიზიას, რაც ძლიერ დარტყმას მიაყენებს პლურალიზმს იმ ქვეყანაში, სადაც სამაუწყებლო მედიაგარემოში პროსამთავრობო არხები დომინირებენ, რუსთავი ორი კი გამონაკლისია."