17 ნოემბერი 2024,   21:52
ვრცლად
ანაკლიის პორტი ვერ გახდება ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის იმუნიტეტის მიმნიჭებელი - საპარლამენტო უმრავლესობის შეფასება

ანაკლიის პორტი ვერ გახდება ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის იმუნიტეტის მიმნიჭებელი - ასეთ შეფასება საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აკეთებენ.

მათივე შეფასებით, ჯაფარიძისა და ხაზარაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება გამორიცხულია უკავშირდებოდეს მათ იმ განცხადებას, სადაც აღნიშნული იყო, რომ ისინი პოლიტიკაში მოსვლას აპირებენ.

"ამ ადამიანების მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკაში შესვლის, თუ არშესვლის, არ უნდა განაპირობებდეს იმას, რა ბრალდებასაც თვეების მანძილზე საგამოძიებო ორგანოები უყენებენ. ასე რომ ერთმანეთთან შესაბამისობაში მოდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ვიტყვით, რომ პოლიტიკაში ნაბიჯის გადადგმა გარკვეული ინდულგენციის მიღების მცდელობაა.  ჩემთვის კითხვებს აჩენს ის, რაზეც საუბარი იყო და არავინ უარყოფს, საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა 17 მილიონ დოლარზეა საუბარი, იყო გაცემული კერძო პირზე ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე, კერძო პირიდან დაბრუნდა კვლავ კერძო ანგარიშებზე და იქიდან მოხვდა ოფშორულ ზონაში, ამით ვინ დაზარალდა და ვინ არა ამასთან დაკავშირებით იმსჯელებს სასამართლო,“-აცხადებს გია ვოლსკი.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც ანაკლიის პორტია, საფრთხის ქვეშ დადგეს, თუკი ხაზარაძეს ან ჯაფარიძეს ხელშეუხებლობა არ ექნებათ.

"ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტია და არა რომელიმე კონკრეტული გვარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტი. დანაშაული თუ დაადგინა პროკურატურამ და ეს დაადგინა მაღალი სტანდარტით და არ დარჩა არანაირი ეჭვი, ვერანაირი საქმიანობა კონკრეტული პირის ვერ გახდება იმუნიტეტის მიმნიჭებელი ვერავისთვის,"-აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

დღის ამბები