17 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
უნდოდათ, რომ პოლიციელს ფიზიკურად დავპირისპირებოდი და მერე დამიჭერდნენ - მაჩალიკაშვილი

უნდოდათ, რომ პოლიციელს ფიზიკურად დავპირისპირებოდი და მერე დამიჭერდნენ - ეს განცხადება ცოტა ხნის წინ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა გააკეთა, რომელსაც პარლამენტის წინ კარვის დადგმის უფლება არ მისცეს. მაჩალიკაშვილის ფიქრობს, რომ მის წინააღმდეგ პროვოკაცია იგეგმებოდა.

პოლიციამ მაჩალიკაშვილს განუმარტა, რომ მიზეზი რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები იყო. მერიაში კი განაცხადეს, რომ პარლამენტის წინ მსგავსი არაფერი იგეგმება.  სწორედ ამ ურთიერთგამომრიცხავი განმარტებების გამო, მაჩლიკაშვილს შესაძლო პროვოკაციაზე უჩნდება ეჭვები. 

„გულის სიღრმეში მეცინება კიდეც, ამ ადამიანებზე, შს სამინისტროზე, სუს-ზე, თუნდაც ამ ხელისუფლებაზე დღეს იმას ცდილობდნენ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს რომელიმე პოლიციელზე აეწია ხელი.

იფიქრეს, მაჩალიკაშვილი წინააღმდეგობას გაგვიწევს და მაჩალიკაშვილს დავიჭერთ. გულწრფელად გეტყვით იმასაც, ამ ხელისუფლებას მალხაზ მაჩალიკაშვილის დაჭერა ამ ხელისუფლებას ეშინია,“ - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მაჩალიკაშვილი ასევე აცხადებს, რომ ის ახლა უკვე ორ კარავს გაშლის, ერთს პარლამენტის წინ, მეორეს კი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან.

 

დღის ამბები