მაშველებმა ყაზბეგში, სოფელ ჯუთას მიმდებარედ დაშავებული ტურისტი გამოიყვანეს. ის ფიზიკური დაზიანებების გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა. დაშავებულის დასახმარებლად მაშველებს რთული რელიეფის გამო, მთელი ღამის განმავლობაში ქვეითად გადაადგილება მოუწიათ.
მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის გამოძახების გადაწყვეტილება მიიღეს.
ტურისტი თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ქალბატონს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.