17 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
მაჩალიკაშვილისთვის პროტესტში ხელის შეშლა კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებაა - მშვენიერაძე

მალხაზ მაჩალიკაშვილი მერიისგან და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან განმარტებებს ითხოვს. შვილმოკლულ მამას აინტერესებს, რატომ არ მისცეს პარლამენტის წინ კარვის გაშლის უფლება და რატომ დაარღვიეს პოლიციელებმა მისი კონსტიტუციური უფლება. მალხაზ მაჩალიკაშვილმა მერიაშიც და შს სამინისტროში განცხადებები შეიტანა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების ამბობენ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის ხელის შეშლა კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დარღვევას წარმოადგენდა. 

"ბატონი მაჩალიკაშვილისთვის ხელის შეშლა საკუთარი აზრის გამოსახატად მათ შორის იმ ფორმით, როგორიც თავად მიაჩნია, არის საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც პოლიცია ხელს უშლის ადამიანებს აზრის გამოხატვაში და ქმნის ბარიერებს და ერთ-ერთი ბარიერის გამოხატულება არის ის, რასაც ვხედავთ ბატონი მაჩალიკაშვილის გამო. არანაირი მიზანშეწონილობით და უნდა, არ უნდა შს სამინისტროს, ამ საკითხის გადაწყვეტა არ ხდება,“ - აცხადებს ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე. 

მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტის წინ კარვის დადგმის უფლება არ მისცეს. მაჩალიკაშვილი ფიქრობს, რომ მის წინააღმდეგ პროვოკაცია იგეგმებოდა.

პოლიციამ მაჩალიკაშვილს განუმარტა, რომ მიზეზი რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები იყო. მერიაში კი განაცხადეს, რომ პარლამენტის წინ მსგავსი არაფერი იგეგმება. 

დღის ამბები