17 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
"ადამიანების ბედს ხანდახან წყვეტენ ადამიანები, რომლებიც, ალბათ, მეორე და მესამე კურსზე ვერ გადავიდოდნენ" - ანა დოლიძე

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, ალექსანდრე იაშვილთან გასაუბრება. მას კითხვები ე.წ. კლანის შესაძლო არსებობაზე დაუსვეს.

საბჭოს წევრები მანამდე სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილს გაესაუბრნენ. დარჩენილია კიდევ ერთი კანდიდატი ვლადიმერ კაკაბაძე. საბჭოს არამოსამართლე წევრები ნეპოტიზმზე ლაპარაკობენ.

„ჩვენს წინაშე წარდგა ზოგიერთი მოსამართლე, რომელიც ელემენტარულ სამართლებრივ კითხვებს ვერ სცემს პასუხს. მაგალითად, ვერ ასახელებს, რა არის უმცირესობა.

ვერ განსაზღვრავს, როგორი დამოკიდებულება შეიძლება იყოს ეკლესიასა და საჯარო სტრუქტურებს შორის. ეს არის საკითხები, რომელსაც ასწავლიან იურიდიული ფაკულტეტის პირველ კურსზე და კარგი სტუდენტები პირველ კურსელებიც პასუხობენ ამ კითხვებს.

ლაივების მეშვეობით თქვენც დაინახეთ, ჩვენი სასამართლოს სავალალო მდგომარეობა, რომ ადამიანების ბედს ხანდახან წყვეტენ ადამიანები, რომლებიც, ალბათ, მეორე და მესამე კურსზე ვერ გადავიდოდნენ,“ - ამბობს ანა დოლიძე.

დღის ამბები