ეკა კვესიტაძის საცხოვრებელ სახლთან აქციას გორის კულტურის ცენტრის დირექტორის თანაშემწე, ფარნაოზ მახოხაშვილი ხელმძღვანელობდა.
აქციაზე ასევე იმყოფებოდა გორის მერიის კულტურის ცენტრის კიდევ ერთი თანამშრომელი, უჩა მაჭუტაძე.
ეკა კვესიტაძისა და მისი მეუღლის სახლთან შეკრებილები საკმაოდ აგრესიული ტონით გამოირჩეოდნენ.
აქციის მონაწილეები შოთა უტიაშვილისგან ბოდიშის მოხდას თხოვენ. მათი ნაწილი ამბობს, რომ გორიდან მხოლოდ უტიაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვყნებული სტატუსის გამო ჩამოვიდნენ და ეკა კვესიტაძესთან არანაირი პრეტენზია არ აქვთ.