კატასტროფა სვანეთში - „კურიერის“ ინფორმაციით, მესტია ჭალაჰესის კაშხალი დაზიანდა. წყალმა გაანადგურა ჰესის მიმდებარე ინფრასტრუქტურა და წაღებულია რამდენიმე ათეული ავტომობილი.
ადგილზე მაშველები მუშაობენ და ცდილობენ, რომ სტიქიურ ზონაში ჩარჩენილი ადამიანები გამოიყვანონ.
ადგილობრივების ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარემ ჰიდროელექტროსადგურის ნაგებობები დაანგრია, ჰესის შენობა სრულად წყალშია. ასევე, ჰესთან ახლოს მდებარე ათეულობით ავტომობილი ქვა-ღორღით არის დაფარული.
სტიქიურ ზონაში მყოფი ადამიანების ნაწილმა გაქცევა შეძლო, ნაწილის გამოყვანას კი ამ წუთებში ცდილობენ.
პარალელურად, სტიქია მძვინვარებს ქვემო სვანეთისა და სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში.